EVALUATION

                                                                   პროექტის გეგმა

 

პროექტის სახელწოდება

 

,,მედია არქიტექტურა“ Media Architecture”

 

პროექტში მონაწილეები

 

საქართველო (3), თურქეთი (1), კვიროსი (1), პორტუგალია (1), რუმინეთი (1)

 

 

პრობლემის ანალიზი

 

 

მედია არქიტექტურას ეხება სტრუქტურების შენება, რომელშიც ჩართულია მედია - ნებისმიერი ფორმით, ხალხთან კომუნიკაციის ხელშეწყობისთვის. ეს არის ახლად აღმოცენებული სფერო, რომელიც ვითარდება ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად.

  პროექტი „მედია არქიტექტურა“ აქტუალურია, რადგან მედიაწიგნიერებასთან არის დაკავშირებული.

 პროექტის მახასიათებლებია:

ü  კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემებთან;

ü  ინტერდისციპლინური კავშირის გათვალისწინება;

ü  მოსწავლეთა აკადემიურ პროგრესზე ორიენტირება;

ü  სასკოლო თემის (მშობლები, მასწავლებლები, მოსწავლეები, ტექნიკური პერსონალი) ჩართულობა;

ü  ფორმალური და არაფორმალური განათლების კომპონენტის გათვალისწინება.

 

 

მოსწავლეთა გააქტიურებით ამაღლდება ცნობიერება ,,მედია არქიტექტურის“ შესახებ. ხოლო, ნახევრად თავისუფალი (Semi-free) და თავისუფალი აქტივობები (free activities) მოსწავლეებს გახდის უფრო დამოუკიდებელს და თვითმოტივირებულს. პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები ბუნებრივია, ხელს შეუწყობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განხორციელებას, რადგან პროექტი პირდაპირ კავშირშია ზოგადი განათლების შესახებ კანონთან.  საერთაშორისო პროექტები ბუნებრივია დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების შემუშავების პროცესში უმნიშვნელოვანესია. სწორედ ასეთი პროექტები უწყობს ხელს კომპეტენციების 4 პრიორიტეტული ჯგუფის - ღირებულებების, დამოკიდებულებების, უნარებისა და ცოდნა, კრიტიკული გააზრების ჩამოყალიბებას.

 

 

პროექტის მიზანი

 

·         მოსწავლეებში მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs), განსაკუთრებით, მე-11 მიზნის ,,მდგრადი ქალაქები და დასახლებები”-ის შესახებ ცნობიერების ამაღლება, რაც ითვალისწინებს, ისეთი თაობის აღზრდას, რომელიც ნათლად დაინახავს მედია არქიტექტურისა და ჟურნალისტიკი  როლს.

·         მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ინგლისურ ენაში;

·         მოსწავლეები აიმაღლებენ ცნობიერებას მსოფლიოში ცნობილ არქიტექტურულ ნაგებობებზე;

·         გაეცნობიან ქალაქის ფასადებსა და გრაფიტის როლს ურბანულ დასახლებებში;

·         დაინახავენ მათემატიკისა და არქიტექტურის როლს და ინტერდისციპლინარულ კავშირებს;

·         მოსწავლეები გაანალიზებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი სასკოლო ცხოვრებაში;

·         მოსწავლეები განივითარებენ  XXI საუკუნის უმთავრეს უნარებს: მოქალაქეობა, კრიტიკული აზროვნება, პრობლემის გადაჭრა, შემოქმედებითობა, თანამშრომლობა, კომუნიკაცია.

 

პროექტის ამოცანები

 

eTwinning-ის საერთაშორისო პროექტი განხორციელდება 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის მაისის ბოლომდე. მისი ხანგრძლივობა იქნება პროექტის მდგრადობის წინაპირობა. მოსწავლეები გაიცნობენ პროექტში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაცებს მათი ქვეყნის შესახებ, ხოლო მასწავლებლები პრეზენტაციებს პროექტის მიზნების შესახებ,  მოსწავლეები მოამზადებენ პოსტერებს, ლოგოებს, ვიდეოებს, გამოავლენენ გამარჯვებულ ლოგოს, ყოველი შექმნილი პროდუქტი განიხილება zoom-ის პლატფორმაზე. შევაფასებთ პროექტს მოსწავლე-მასწავლებლები და ჩატარდება საბოლოო გამოკითხვა მოსწავლეებთან.

 

მოსალოდნელი შედეგები

 

მოსწავლეები შექმნიან კოლაბორაციულ პრზენტაციებს, გადაიღებენ ვიდეოებს, ჩაწერენ რეპორტაჟებს, რაც გაზრდის მათ მოტივაციას და შემოქმედებითობას. მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ენობრივ მახასიათებლებს, რაც თავისთავად მოსწავლეთა აკადემიურ პროგრესზე ორიენტირებას ნიშნავს. მოხდება მოსმენისა და დაკვირვების უნარ-ჩვევების, თანამშრომლობის უნარ-ჩვევების გამომუშავება. პროექტის იდეისა და შედეგების კავშირი სკოლის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. მეტაკოგნიტური უნარების განვითარებით უკეთესად შეძლებენ სამომავლოდ სხვადასხვა პროექტებში გაწერილ აქტივობების განხორციელებას.

 

მიზნობრივი ჯგუფი

 

საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, მონათესავე კათედრების მასწავლებლები, მშობლები საქართველოდან, რუმინეთიდან, პორტუგალიიდან, კვიპროსიდან და თურქეთიდან.

 

 

ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები

 

ამოცანების განსახორციელებელი აქტივობების განხილვა zoom შეხვედრების დროს, შეხვედრის ჩაწერა და youTube-ზე ატვირთვა ბმულის მისაღებად.

Ø ნოემბერი:  პარტნიორების მოძიება.

Ø დეკემბერი: თვინსფეისი - მოსწავლეების დამატება; მოსწავლეთა ურთიერთგაცნობა პადლეტის დაფაზე; პროექტში მონაწილე პარტნიორების ონლაინ შეხვედრა ზუმში; ლოგოების შექმნა;

o   https://padlet.com/mediaarchitecture605/p468mzz26yb715vi

Ø  იანვარი: პოსტერებისა და პროშურების შექმნა;

Ø  თებერვალი: პროექტისთვის ლოგოს არჩევა https://forms.gle/VqtjyfLajnMxM2HF6; შეხვედრა ზუმში, პრეზენტაცია-არქიტექტურული დაიჯესტი: https://docs.google.com/presentation/d/1px1rq0BoobybX9asiH2a58Lba50i9GlsniGtYFm2LBk/edit?usp=sharing;

Ø  მარტი: კოლაბორაციული საპრეზენტაციო სლაიდები: ძველი და თანამედროვე არქიტექტურა;

Ø  აპრილი: შეხვედრა ექსპერტ არქიტექტორთან; ერთობლივი პრეზენტაცია:

§     https://docs.google.com/presentation/d/1Bv38crPMzBj6G3td5VKPuJJdq-d0RW-EJICM3znmBOg/edit?usp=sharing,

პროექტის ფაუნდერებმა ჩანჩხალოს საჯარო სკოლისა და ბარათაულის საჯარო სკოლის მოსწავლეების ჩართულობით მოამზადეს ინტერვიუ, რომელიც ეხებოდა გასულ წელს ჩამონგრეულ შენობას ბათუმში და ურბანიზაციის, ჟურნალისტის როლისა და ჟურნალისტის ეთიკის ნორმებზეც გააკეთეს მცირე აქცენტები: https://youtu.be/RyRgf2mfkdY. აპრილის თვის შეხვედრა ეხებოდა გამჭოლ კომპეტენციებს. კერძოდ, მდგრადი განვითარების მიზნებს. მე-11 მიზანს: მდგრადი ქალაქები და დასახლებები. სახალისო აქტივობა: შეჯიბრი quizzis.com-ში შედგენილი სახალისო ტესტი მედია არქიტექტურის შესახებ:

§  https://quizizz.com/join/quiz/62460bb4f2267d001e2d7a0c/start?studentShare=true

Ø   მაისი: დედაქალაქების ურბანული ფასადები;

Ø  გრაფიტის როლი მედია არქიტექტურაში;

https://padlet.com/khergianiinga/cln6a35o3aef1p2u

Ø   შეჯიბრი: მედია წიგნიერება და დეზინფორმაცია; მათემატიკისა და არქიტექტურის ურთიერთმიმართება;

Ø  9 მაისი ,,ითვინინგის დღის მილოცვები;“

Ø  პროექტის შეფასება მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხრიდან Padlet.com-ზე მოხდა ორივე, ჩანჩხალოსა და ბარათაულის სკოლის თანამშრომლობით, ასევე, სხვა მონაწილე სკოლების ჩართულობით პროექტში მონაწილე ქვეყნების სკოლებიდან.

https://padlet.com/khergianiinga/Bookmarks

 

Ø  საბოლოო კვლევა მოსწავლეებისათვის.

https://forms.gle/gaQmcqKnxidinMqe6

 

მოცემული აქტივობები უფრო დეტალურად წარმოდგენილია ბლოგზე:

https://media-architecture.blogspot.com/

ასევე, https://twinspace.etwinning.net/ -ზე შევქმენი სტუმრის ანგარიში:

მომხმარებელი: media.architecture

პაროლი: sdgoals11

 

 

 

 

                         

პროექტის   ბიუჯეტი

(ფასები დაახლოებითი)

პროექტის  მთლიანი  ღირებულება

      თანხა    (ლარებში)

%  წილი

 

თანადაფინანსება

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხარჯების დეტალური აღწერა

დასახელება

რაოდენობა

ერთეულის ღირებულება

სულ

სპონსორი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


სსიპ-ამირან მამალაძის სახელობის სოფ. ბარათაულის საჯარო სკოლის ინგლისური ენის კონსულტანტ-მასწავლებლის ინგა ხერგიანის მიერ განხორციელებული საერთაშორისო პროექტის

/,,მედია არქიტექტურა“/

რეფლექსია

2021-2022 სასწავლო წლის ნოემბრიდან ივნისამდე განვახორციელე პროექტი, სახელწოდებით - ,,მედია არქიტექტურა.“ პროექტი განვათავსე თვინსფეისზე, რომელზე წვდომაც ასევე, შესაძლებელია სტუმრის სტატუსით. თვინსფეისის სტუმრის ანგარიშია შემდეგი:

 მომხმარებელი: media.architecture

პაროლი: sdgoals11

 

შევქმენი ბლოგი: https://media-architecture.blogspot.com/

    ითვინინგის პროექტი ორიენტირებული იყო მდგრადი განვითარების მიზნებიდან მეთერთმეტე მიზნის ,,მდგრადი ქალაქები და დასახლებები”-ის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე. მოსწავლეებს უნდა გაეანალიზებინათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო და არის მათი როლი სასკოლო ცხოვრებაში. ასევე, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა დაფიქრება შესაძლო და შესაფერის საშუალებებზე, რაც აამაღლებდა ცნობიერებას მედია არქიტექტურაზე. სასწავლო პროექტმა დიდი როლი ითამაშა მოსწავლეებში ოცდამეერთე საუკუნის ისეთი მნიშვნელოვანი უნარების შეძენაში, როგორიცაა გლობალური მოქალაქეობა, კრიტიკული აზროვნება, პრობლემის გადაჭრა, შემოქმედებითობა, თანამშრომლობა და კომუნიკაცია. სასწავლო პროექტის ხანგრძლივობამ, პროექტი გახადა უფრო მეტად მდგრადი. ჩემმა მოსწავლეებმა გაიცნეს პროექტში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეები და მასწავლებლები, წარმოადგინეს პრეზენტაციები, მოამზადეს პოსტერები, ლოგოები, გამოავლინეს გამარჯვებული ლოგო. ყოველ შექმნილ პროდუქტს განვიხილავდით zoom-ის პლატფორმაზე. პროექტში მონაწილე მასწავლებლები ვაძლევდით მოსწავლეებს უკუკავშირს. მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა შეაფასეს პროექტი Padlet-ის საშუალებით და მოსწავლეებმა პროექტის დასასრულს შეავსეს  გამოკითხვის ფორმა. მოცემული ინფორმაცია,  შემდგომ დამეხმარება სხვა საერთაშორისო პროექტების კიდევ უფრო უკეთესად დახვეწაში, როგორც წინა სასწავლო წლის „ხარისხიანი განათლება“ პროექტი აღმოჩნდა ჩემთვის პროფესიული განვითარების კუთხით, ეფექტიანი. ითვინინგის პლატფორმამ, საშუალება მოგვცა მე და ჩემ მოსწავლეებს თავი ევროპის საზოგადოების ნაწილად გვეგრძნო, ისეთი საზოგადოების, რომელსაც აქვს ერთი ინტერესი, მიზანი და ეს მიზანი არის სწორედ მდგრადი ქალაქები და დასახლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და თვით, ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესი. ჩემს მიერ განხორციელებული და ინიცირებული ითვინინგის პროექტი აღმოჩნდა ჩემი მოსწავლეებისთვის ძალიან სახალისო და მამოტივირებელი მათთვის.

ვფიქრობ, ეფექტური იყო ყველა შეხვედრა. ზოგადად, ვთვლი, რომ მიზნობრივად გამოვიყენე ელექტრონული რესურსები, აქტივობები და მრავალფეროვანი მეთოდები.

 zoom-ში გამოყენებული აქტივობები მაფიქრებინებს, რომ მათი შესრულების პროცედურა იყო თანმიმდევრული და ლოგიკური. მინდოდა მოსწავლეებს თავად შეეტანათ წვლილი zoom შეხვედრების შინაარსის გაგებაში, რასაც აბსოლუტურად ყველა გაკვეთილზე ვცდილობ და მეტ-ნაკლებად გამომდის კიდეც. ჩემ ხელთ არსებული ყველანაირი სტრატეგია და ხერხი გამოვიყენე მათ გასააქტიურებლად, მათაც შეძლებისდაგვარად შეასრულეს და წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები.

ონლაინ შეხვედრებზე ვიყენებდი სამიზნე ენას, რაც მოსწავლეთათვის გასაგები იყო. ონლაინ შეხვედრებმა  ჩაიარა საკმაოდ მშვიდ გარემოში, ვაკეთებდი შეხვედრების ჩანაწერს მოსწავლეთა თანხმობითა და მშობელთა მხრიდან ხელმოწერილი მშობლის/მეურვის თანხმობის საფუძველზე. მუდმივად ვაკვირდებოდი მოსწავლეთა მუშაობასა და აქტიურობას შეხვედრებზე. თავიდან ოდნავ შებოჭილი ჩანდნენ, თუმცა ნაკლებად რადგან წინა წლის გამოცდილებამ ჩამოუყალიბათ კომუნიკაციის უნარები, მაგრამ ნელ-ნელა უფრო მეტად თანამშრომლობდნენ და კომპლექსიც მოეხსნათ. ონლაინ შეხვედრების დროს და შემდეგაც მოსწავლეებს ვამხნევებდი და ვაწვდიდი უკუკავშირს. ყოველი შეხვედრა zoom-ის პლატფორმაზე აგებული იყო  ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზე. მოსწავლეები იცავდნენ ონლაინ შეხვედრებისთვის დამახასიათებელ წესებს. აკონტროლებდნენ მიკროფონს და ხელის აწევის ფუნქციასაც იყენებდნენ საჭიროების შემთხვევაში.

აღნიშნული პროექტის მიზანი იყო რეალისტური და მკაფიოდ ფორმულირებულ. ვფიქრობ, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებს მივაღწიე, რაშიც სხვადასხვა ონლაინ რესურსი და აპლიკაცია დამეხმარა. ასევე, სხვა მასწავლებლებთან ერთობლივმა აქტივობებმა და https://docs.google.com/presentation, https://docs.google.com/document  მუშაობამ უფრო ნათლად დამანახა თანამშრომლობის უპირატესობები და სარგებელი.

აქტივობების ეფექტურობიდან გამოვყოფდი ვიდეოს, რომელიც მოსწავლეებმა საგანგებოდ შექმნეს აპრილის აქტივობისთვის და წარმოაჩინეს ჟურნალისტის როლიც. სხვა პარტნიორი ქვეყნების აქტივობებიც ძალიან საინტერესო და მოსწავლეებისთვის დიდი სარგებელის მომტანი იყო. მათ დაინახეს მედია არქიტექტურა სხვადასხვა „ლუპიდან“, სხვადასხვა „კუთხიდან”.

პროექტის გეგმის მოდიფიცირება ნაწილობრივ ხდებოდა, მოსწავლეებზე დაკვირვების ფონზე, რადგან უფრო მეტად ყოფილიყო მოსწავლეთა ინტერესი გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების დროს, თუმცა მიზნებიდან გადახვევა არ მომხდარა. ბოლო შეხვედრა დაგეგმილ დროს ვერ მოხერხდა. 1 კვირით გადადება მოგვიწია გარკვეული და გასაგები მიზეზების გამო. თუმცა, ვფიქრობ, ეს შუალედი პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის ხელისშემშლელი არ ყოფილა. ბოლოს კი შეფასებაც დაჩქარებული წესით მოგვიწია ითვინინგის პლატფორმაში ცვლილებების გამო, თუმცა ეს საკითხიც დროულად გადავჭერით, რადგან პადლეტის დაფისა და გუგლ დოკის გამოყენებით დროულად მოხერხდა, როგორც აქტივობების შეფასება ასევე, პროექტის საბოლოო შეფასებაც.

ჩემ მიერ განხორციელებული პროექტის გაანალიზებისას, მივხვდი, რომ სერიოზული ხარვეზები არ გამოვლენილა, რადგან წინა წლის გამოცდილებამ თავისი დადებითი კვალი დატოვა. მეტიც, ძალიან კომუნიკაბელური, მეგობრული, მოტივირებული და პროექტის მიზნების შესრულებაზე ორიენტირებულ გარემოში მოვხვდი და მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა მეთანამშრომლა მათთან. წინა სასწ. წლის ხარვეზი გეგმის ცვლილებებთან დაკავშირებით  წელს გავითვალიწინე. თვინსფეისზე გვერდებიც დროულად განვათავსე და ბლოგიც წინასწარ შევქმენი. ყველაზე მეტად მახარებს ის, რომ ამდენად ნაკლები ძალისხმევა დამწირდა და დროის მენეჯმენტიც სრულიად ოპტიმალური აღმოჩნდა ჩემთვის.

პროექტი დაჯილდოვდა სერტიფიკატით შუახევის მასწავლებელთა მეოთხე მუნიციპალურ კონფერენციაზე „მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის გამოწვევები და სწავლების ინოვაციური მიდგომები“ წარმოდგენილი მოხსენებისთვის თემაზე „გამჭოლ კომპეტენციაზე ორიენტირებული eTwinning-ის პროექტი: მედია არქიტექტურა /Media Architecture/”სერტიფიკატით.

ამრიგად, მინდა დავასკვნა, რომ მსგავსი პროექტები ნამდვილად საჭიროა სკოლებში მოსწავლეთა გასააქტიურებლად, მრავალფეროვნებისთვის. მივხვდი, რომ წარმატებული პროექტების განხორციელებით სარგებელს იღებს მასწავლებელი, მოსწავლე, სკოლა, თემი და მთელი საზოგადოება. წინა წელთან პარალელს თუ გავავლებ, შარშან ითვინინგის ერთი პროექტი მქონდა და წელს კი სამ პროექტშია ჩართული ჩვენი სკოლა.  

 

მასწავლებელი:  ინგა ხერგიანი

   თარიღი:  23.05.2022

 

  Pupils' and Teachers'evaluation of the project


Made with Padlet



Made with Padlet
















































No comments:

Post a Comment

Architecture and sightseeings

https://iseazy.com/dl/970d2ac9f24742d781083509e1207ca4