PRESENTATIONS

Powered by emaze




 Project Presentation



მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის

პროგრამის ,,ასწავლე საქართველოსთვის“

 ინგლისური ენის კონსულტანტ-მასწავლებელი

ინგა ხერგიანი

გამჭოლ კომპეტენციებზე ორიენტირებული eTwinning-ის პროექტი:

 მედია არქიტექტურა /Media Architecture/ 

 

სსიპ-ამირან მამალაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულის საჯარო სკოლაში ხორციელდება სხვადასხვა სასკოლო პროექტი: ,,დავდგეთ, ადამიანის უფლებების სადარჯოზე“/Stand for Human Rights/; „წყალი შეუცვლელია“/Water is irreplaceable/; „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა ზონა“/ES-ZONE-English Speaking Zone/; „მედია არქიტექტურა“/Media Architecture/. „მედია არქიტექტურა ითვინინგის საერთაშორისო პროექტია, რომელიც ხორციელდება  2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის ივნისამდე. პროექტში მონაწილე ქვეყნები: საქართველო (3), კვიპროსი (1), თურქეთი (1), პორტუგალია (1).

 საერთაშრისო პროექტის მიზანია მოსწავლეებში მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs), განსაკუთრებით, მე-11 მიზნის ,,მდგრადი ქალაქები და დასახლებები”-ის შესახებ ცნობიერების ამაღლება, რაც ითვალისწინებს, ისეთი თაობის აღზრდას, რომელიც ნათლად დაინახავს მედია არქიტექტურისა და ჟურნალისტიკი  როლს. ასევე, პროექტის მიზანია  ტექნოლოგიების გამოყენებით, ინოვაციურობისა და შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა.

მედია არქიტექტურას ეხება სტრუქტურების შენება, რომელშიც ჩართულია მედია - ნებისმიერი ფორმით, ხალხთან კომუნიკაციის ხელშეწყობისთვის. ეს არის ახლად აღმოცენებული სფერო, რომელიც ვითარდება ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად.

 

პროექტის აქტუალობა

 

თემა აქტუალურია, რადგან მედიაწიგნიერებასთან არის დაკავშირებული და განსაკუთრებით აჭარის მოსახლეობისთვის არის აქტუალური, რადგან გასულ წელს ბათუმში ჩამოინგრა კორპუსის სადარბაზო. ამ უბედური შემთხვევის გაშუქებაში ჟურნალისტებს დიდი როლი მიუძღვით, თუმცა ერთ-ერთ დაზარალებულთან ჟურნალისტის ინტერვიუმ უნდა დაგვაფიქროს ჟურნალისტის ეთიკის ნორმებზეც.

ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტის მახასიათებლებია:

·                        კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემებთან;

·                        ინტერდისციპლინური კავშირის გათვალისწინება;

·                        მოსწავლეთა აკადემიურ პროგრესზე ორიენტირება;

·                        სასკოლო თემის (მშობლები, მასწავლებლები, მოსწავლეები, ტექნიკური პერსონალი) ჩართულობა;

·                        ფორმალური და არაფორმალური განათლების კომპონენტის გათვალისწინება.

 

 

სამიზნე ჯგუფები:

საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, მონათესავე კათედრების მასწავლებლები, მშობლები.

თვინსფეისში ჩაშენებულია შემდეგი გვერდები და ქვეგვერდები: პროექტის გეგმა; მოსწავლეთა გაცნობა; პროექტის პარტნიორები - მასწავლებლები, საკონტაქტო სია, სკოლები, რუკა, კოლაბორაციული სივრცე მასწავლებლებისთვის; მშობელთა თანხმობა, ელ. უსაფრთხოება, საავტორო უფლებები; ლოგოები და პოსტერები - არჩეული ლოგო; ონლაინ შეხვედრები - ბოლო შეხვედრა; ვებ ინსტრუმენტები; პროექტის გავრცელება slideshare-სა და ბლოგის საშუალებით; ფოტო კოლაჟი და ა.შ.

განხორციელებული აქტივობები იტვირთება ბლოგზე:

 https://media-architecture.blogspot.com/

ბლოგი ჯერ კიდევ მოდელირების რეჟიმშია და სასწავლო წლის ბოლომდე განთავსდება ყველა ის აქტივობა, რომლებიც მოცემული პროექტის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდება.

განხორციელებული აქტივობები:

ü  ნოემბერი:  პარტნიორების მოძიება.

ü   დეკემბერი: თვინსფეისი - მოსწავლეების დამატება; მოსწავლეთა ურთიერთგაცნობა პადლეტის დაფაზე; პროექტში მონაწილე პარტნიორების ონლაინ შეხვედრა ზუმში; ლოგოების შექმნა;

ü   https://padlet.com/mediaarchitecture605/p468mzz26yb715vi

ü  იანვარი: პოსტერებისა და პროშურების შექმნა;

ü  თებერვალი: პროექტისთვის ლოგოს არჩევა https://forms.gle/VqtjyfLajnMxM2HF6; შეხვედრა ზუმში, პრეზენტაცია-არქიტექტურული დაიჯესტი: https://docs.google.com/presentation/d/1px1rq0BoobybX9asiH2a58Lba50i9GlsniGtYFm2LBk/edit?usp=sharing;

ü  მარტი: კოლაბორაციული საპრეზენტაციო სლაიდები: ძველი და თანამედროვე არქიტექტურა;

ü  აპრილი: შეხვედრა ექსპერტ არქიტექტორთან; ერთობლივი პრეზენტაცია:

https://docs.google.com/presentation/d/1Bv38crPMzBj6G3td5VKPuJJdq-d0RW-EJICM3znmBOg/edit?usp=sharing, ჩანჩხალოს საჯარო სკოლისა და ბარათაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს ინტერვიუ, რომელიც ეხებოდა გასულ წელს ჩამონგრეულ შენობას ბათუმში და ურბანიზაციის, ჟურნალისტის როლისა და ჟურნალისტის ეთიკის ნორმებზეც გააკეთეს მცირე აქცენტები: https://youtu.be/RyRgf2mfkdY. აპრილის თვის შეხვედრა ეხებოდა გამჭოლ კომპეტენციებს. კერძოდ, მდგრადი განვითარების მიზნებს. მე-11 მიზანს: მდგრადი ქალაქები და დასახლებები. სახალისო აქტივობა: შეჯიბრი quizzis.com-ში შედგენილი სახალისო ტესტი მედია არქიტექტურის შესახებ:

https://quizizz.com/join/quiz/62460bb4f2267d001e2d7a0c/start?studentShare=true

 

მაისსა და ივნისში განსახორციელებელი აქტივობები

Ø  გრაფიტის როლი მედია არქიტექტურაში და დედაქალაქების ურბანული ფასადები;

Ø  გრაფიტის როლი მედია არქიტექტურაში;

Ø   შეჯიბრი: მედია წიგნიერება და დეზინფორმაცია; პროექტის შეფასება;

მაშასადამე, პროექტი მჭიდრო კავშირშია ზოგადი განათლების შესახებ კანონთან და  ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებთან, რაც ბუნებრივია სათანადო წვლილს შეიტანს განათლებაში არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებაში, რადგან დღეს, 21-ე საუკუნეში საჭიროა არა მხოლოდ სწავლა სწავლისთვის და პროექტი პროექტისთვის, არამედ ამ აქცენტებით ჩვენ, მასწავლებლები ვცდილობთ აღვზარდოთ ისეთი თაობა, რომელსაც ჩამოუყალიბდება ინოვაციური მიდგომები, შეძლებს პრობლემის გადაჭრის გზების დასახვას გამოწვევების წინაშე არ წარდგება „შიშველი ხელებით“, არამედ მოსწავლის ლოზუნგი იქნება ნელსონ მანდელას სიტყვები: „ განათლება არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რომელიც შეიძლება გამოიყენო მსოფლიოს შესაცვლელად“ /“Education is the most powerful weapon which you can use to change the world”/.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

1)      საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/29248?publication=91  თარიღი: 26.05.2022

2)      ეროვნული სასწავლო გეგმა: http://ncp.ge/ge/curriculum?subject=36&subchild=198

თარიღი: 26.05.2022

3)      ითვინინგის პორტალი: https://live.etwinning.net/home  თარიღი: 26.05.2022

4)      როგორ იყენებენ არქიტექტორები სოციალურ მედიას: https://www.interruptdelivers.com/themash/how-do-architects-use-social-media

თარიღი: 26.05.2022

5)      როგორ ქმნის მედია არქიტექტურა ჩვენ ქალაქებს:

https://www.archdaily.com/959178/how-media-architecture-is-shaping-our-cities-nil-and-with-it-our-lives თარიღი: 26.05.2022

 

https://docs.google.com/presentation/d/1n0TSrQbkfupNYgPmsMq7zx-YJpcrQpQea5VGzMRyNQs/edit?usp=sharing

No comments:

Post a Comment

Architecture and sightseeings

https://iseazy.com/dl/970d2ac9f24742d781083509e1207ca4